GE
ჩვენ შესახებ

შპს. "ისთ გეით გრუპი" დაფუძნებული 1996 წელს წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს საინვესტიციო ჰოლდინგს, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა პროფილის წარმატებით მოქმედ კომპანიებს. ჰოლდინგის 20 წლიანი გამოცდილება არის საფუძველი მასში შემავალი როგორც ქართული ისევე უცხოური კომპანიების წინსვლის და განვითარების.

ჰოლდინგში დღესდღეისობით შემავალი კომპანიების საქმიანობის სფეროებია: სრული საერთაშორისო და შიდა გადაზიდვების ორგანიზება, მსხვილი საკონტეინერო ტერმინალი ქ. ფოთში, ელექტროენერგიის გამომუშავება/რეალიზაცია, მსხვილი სავაჭრო ცენტრის მართვა, ღვინის წარმოება და სხვა.

 ჰოლდინგში შემავალი კომპანიებია:

• შპს. "ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია"

• შპს. "ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია - ფოთი"

• შპს. "ისთ გეით აგრო" 

• შპს. "თეთრი ქალაქი პლუსი" 

• შპს. "ფშაველა"

• შპს. "ენკი"

• შპს. "ვაზიანი კომპანი"

• შპს. "ისთ სისტემსი"

• შპს. "ისთ გეით ენერჯი"

• შპს. "ისთ გეით სისტემსი

• შპს. "უნი სერვის ჯორჯია"

ჰოლდინგი მუდმივად ზრუნავს ახალი სიანვესტიციო პროექტების მოზიდვაზე, მათ გაფართოებასა და მდგრად ბიზნესად ჩამოყალიბებაზე, ასევე არსებული ბიზნესის განვითარებასა და გაფართოებაზე.

კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო და უმაღლესი მენეჯმენტი მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს მასში შემავალი კომპანიების მუშაობაზე და განვითარების ტემპებზე, შპს. "ისთ გეით გრუპი" ყოველთვის ცდილობს სრულყოს და გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი და ამიტომ კომპანიების ტექნოლოგიური და ორგანიზაციული განვითარებისთვის ყოველწლიურად მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს.