GE
ვაზიანის ღვინის კომპანია

სააქციო საზოგადოება „ვაზიანის ღვინის კომპანია“ დაარსდა 1982 წელს თბილისში. 2012 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის შემდეგ იურიდიული სტატუსი შეიცვალა და ის გახდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

ღვინის დაყენების უძველესი მეთოდისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმის წყალობით, კომპანია აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ღვინის ფართო ასორტიმენტს. კომპანიას გააჩნია საკუთარი ვენახები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ღვინო იწურება ყურძნიდან, რომელიც მოყვანილია კახეთის, სამეგრელოს, ქართლის, რაჭისა და ლეჩხუმის ტერიტორიაზე. კომპანია ასევე აწარმოებს უმაღლესი ხარისხის კონიაკსა და ჭაჭას. მისი პროდუქცია აქტიურად გადის ექსპორტზე ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა: ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, რუსეთი, ბელორუსი, უკრაინა, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ჩეხეთი, აშშ, გერმანია, ავსტრია, პოლონეთი და ჩინეთი.

შპს „ვაზიანი კომპანის“ მიერ წარმოებული ღვინოები საერთაშორისო გამოფენებზე დაჯილდოებულია მრავალი გრანპრით და სხვადასხვა სინჯის მედლით.

2014 წელს სრულად განახლდა საწარმოო ხაზი და ტექნიკური აღჭურვილობა. განახლებული ქარხნის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს მოქმედი პრემიერ მინისტრი და სხვა მრავალი მოწვეული სტუმარი.

 

მისამართი: 2200 მშვიდობის ქ. 42, თელავი, საქართველო

ტელეფონი:  (+99532) 290 47 74

ელ-ფოსტა: marketing@vazianicompany.com

საიტი: : www.vaziani.ge