GE
თეთრი ქალაქი პლუსი

   სავაჭრო ცენტრი „კიდობანი“ გაიხსნა 2006 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრს ამიერკავკასიაში, რომელიც აღიჭურვა ყველა თანამედროვე სტანდარტის მქონე ინოვაციით, ავსტრიული ექსკალატორებით და იტალიური კონდენცირების სისტემით. იგი წარმოადგენს თანამედროვე ტიპის,შერეული დანიშნულების ნაგებობას და აერთიანებს თავის თავში სხვადასხვა პროფილის სავაჭრო ობიექტებს. „კიდობანი“ სთავაზობს ნებისმიერი ასაკის თუ მოთხოვნილების მქონე პირს მრავალფეროვ არჩევანსუცხოური და ადგილობრივი ბრენდების პროდუქცია.

  აქ შეგიძლიათ შეიძინოთ: საოჯახო ტექნიკა, კომპიუტერები და მათი აქსესუარები, მობილური ტელეფონები და მათი აქსესუარები, ჭურჭელი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული, ფარდები, საათები, სუვენირები, სამკაულები, აქსესუარები და მრავალი სხვა.

  2010 წელს აშენდა სავაჭრო ცენტრის ახალი ბლოკი, რომელშიც განთავსდა როგორც სავაჭრო ობიექტები ასევე საოფისე და სასწყობე ფართები.

  2013 წლის მე-3 სართულის რეკონსტრუქციის შემდეგ პროდუქციის ჩამონათვალს დაემატა ავეჯის ფართო არჩევანი.

საერთო ფართი: 23200 კვ.მ.

კომერციული ფართი:  15300 კვ.მ.

 

მისამართი: 0112 ცაბაძის ქ. 8, თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (+99532) 235 73 87
ფაქსი: (+99532) 235 74 87
ელ-ფოსტა: info@kidobani.ge
საიტი: facebook.com/kidobani