GE
ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია - ფოთი

 შპს. „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია - ფოთი“ დაარსდა 1996 წელს.

 „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია" ოპერირებას უწევს ფოთის ყველაზე მსხვილ და ტექნიკურად სრულად აღჭურვილ საკონტეინერო ტერმინალს, რომელიც განლაგებულია 15 ჰექტარ ტერიტორიაზე. ტერმინალზე დამონტაჟებულია 7 ერთეული „ჯოჯგინა“ ტიპის ამწე თითოეულის ტვირთამწეობაა – 55-65 ტონა, ასევე ტერმინალს გააჩნია საკუთარი რიჩსტაკერი, თანამედროვე დამტვირთველები და თბომავალი, რომელიც გადაადგილდება შიდა 3 კილომეტრიანი რკინიგზის ჩიხში. ტერმინალის ტერიტორიაზე განთავსებულია 16 500 კვ.მ. დახურული საწყობი, ასევე 1600 კვ.მ. გადახურული ბაქანი სარკინიგზო ვაგონიდან პირდაპირ კონტეინერში გადასატვირთად და პირიქით. სულ ტერმინალში დასაქმებულია 240 ადამიანი.

ტერმინალს გააჩნია შესაძლებლობა ერთდროულად შეინახოს დაახლოებით 25000 ტონა ბამბა და 4000 ერთეული კონტეინერი.

ტერმინალი ემსახურება ყველა საკონტეინერო ხაზს, რომლებიც ოპერირებენ ფოთის და ბათუმის პორტებში. ტერმინალის ტერიტორია გაყოფილია საბაჟო და კომერციულ ზონებად. თითოეულ ზონაში განთავსებულია დახურული და ღია საწყობები დამოუკიდებელი სარკინიგზო ჩიხებითა და საავტომობილო გზებით. ტერმინალი ძირითადად სრულად ემსახურება ისეთ სატრანსპორტო ხაზებს როგორებიცაა: CMA-CGM, ZIM Line, Hapag-Lloyd, Arkas Line, MAERSK LINE, MSC, CSAV/Norasia, EVERGREEN, CHINA SHIPPING და სხვა.

·        დაარსების წელი – 1996;

·        საქმიანობასასაწყობო-საკონტეინერო ტერმინალის ოპერირება, ტვირთების დასაწყობება-შენახვა;

·  უდიდესი სასაწყობო-საკონტეინერო ტერმინალი ფოთის პორტში, რომელიც განლაგებულია 150 000 კვ.მ. ფართობზე, აქედან უმეტესი ტერიტორია არის საკონტეინერო პლატფორმა და ასევე დახურული მშრალი საწყობები;

·        ძირითადი პარტნიორები - სიემეი-სიჯიემი, მაერსკი, ზიმ ლაინი, ჰაპაგ ლოიდი, ემ ეს სი, ნორაზია, არკასი;

·        სერტიფიცირება: მენეჯმენტის ხარისხი ISO9001:2008; გარემოს დაცვის სტანდარტი ISO14001;


მისამართი: კოკაიას ხეივანი 1, 4400 ფოთი, საქართველო

ტელეფონი: (+99532) 295 01 01
ელ-ფოსტა: 
info@gte.ge

საიტი: gte.ge/gtep