ჩვენი კომპანიები

ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია

ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია

შპს. "ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია" დაარსდა 1996 წელს. დაარსების დღიდან კომპანიის ძირითადი საქმიანობა იყო ტვირთის (ძირითადად ბამბის) ტრანზიტული გადაზიდვა ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით ფოთის პორტის გავლით. სწორედ ზემო აღნიშნულის ფუნქციის სრულყოფილად და სწრაფად შესრულებისთვის ამავე წელს მოეწყო საკუთარი ტერმინალი ქ. ფოთში.

 90-იანი წლების ბოლოს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“ შევიდა გენერალური და საპროექტო ტვირთების ლოგისტიკის ბაზარზეც. ამჟამად, კომპანიას ერთერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს სატვირთო გადაზიდვების რეგიონალურ ბაზარზე და სთავაზობს კლიენტებს ლოგისტიკური მომსახურების სრულ სპექტრს. კომპანია თანამშრომლობს მრავალ უცხოურ და ადგილობრივ ორგანიზაციასთან და განხორციელებული აქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი.

   „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია" ოპერირებას უწევს ფოთის ყველაზე მსხვილ და ტექნიკურად სრულად აღჭურვილ საკონტეინერო ტერმინალს, რომელიც განლაგებულია 15 ჰექტარ ტერიტორიაზე. ტერმინალზე დამონტაჟებულია 7 ერთეული „ჯოჯგინა“ ტიპის ამწე თითოეულის ტვირთამწეობაა – 55-65 ტონა, ასევე ტერმინალს გააჩნია საკუთარი რიჩსტაკერი, თანამედროვე დამტვირთველები და თბომავალი, რომელიც გადაადგილდება შიდა 3 კილომეტრიანი რკინიგზის ჩიხში. ტერმიანლის ტერიტორიაზე განთავსებულია 16 500 კვ.მ. დახურული საწყობი, სულ კი ტერმინალში მუშაობს 240 ადამიანი. ტერმინალი ემსახურება ყველა საკონტეინერო ხაზს, რომლებიც ოპერირებენ ფოთის და ბათუმის პორტებში. ტერმინალის ტერიტორია გაყოფილია საბაჟო და კომერციულ ზონებად. თითოეულ ზონაში განთავსებულია დახურული და ღია საწყობები დამოუკიდებელი სარკინიგზო ჩიხებითა და საავტომობილო გზებით. ტერმინალი ძირითადად სრულად ემსახურება ისეთ სატრანსპორტო ხაზებს როგორებიცაა: CMA-CGM, ZIM Line, Hapag-Lloyd, Arkas Line, MAERSK LINE, MSC, CSAV/Norasia, EVERGREEN, CHINA SHIPPING და სხვა.

    „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“-ს გახსნილი აქვს წარმომადგენლობები ქ. ფოთში, ქ. ბათუმში, თბილისის სარკინიგზო-საკონტეინერო ტერმინალში და თანამშრომლობს ქვეყანაში არსებულ მსხვილ საბაჟო და კომერციულ ტერმინალებთან. სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკის ორგანიზებით კომპანიაში დაკავებულია 37 მაღალკვალიფიციური სპეციალისტი.

„ჯორჯიან ტრანს ექსპედიციამ“ დაარსებიდან დღემდე განავითარა ძლიერი პარტნიორული ქსელი უცხოურ ცნობილ ლოგისტიკურ და სატრანსპორტო კომპანიებთან. კომპანიის დიდ გამოცდილებაზე მეტყველებს მის მიერ განხორციელებული მრავალი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი და 19 წლიანი მოღვაწეობა სატვირთო ლოგისტიკის საქმიანობაში.

¤ სფერო  – ტვირთების გადაზივა, სრული ლოგისტიკური მომსახურება

¤ აღწერა  – ბამბის გადაზიდვა აზიიდან ევროპის მიმართულებით, საკონტეინერო გადაზიდვა ნებისმიერი მიმართულებით, საექსპედიტორო მომსახურება ნებისმიერი სახის ტვირთზე (ნავთობი და გაზი, სამშენებლო მასალები, ენერგო სექტორის აღჭურვილობა და სხვა);

¤  თანამშრომელი - 30

¤  საერთაშორისო ასოციაციის წევრობა – FIATA, OPCA, სხვა.

¤ სერტიფიკატი - ISO9001:2008 ხარისხის მართვაში

 

 

მისამართი: 0102 ჩიქობავას ქ. # 24, თბილისი, საქართველო

ტელეფონი: (+99532) 295 01 01

ელ-ფოსტა: info@gte.ge

საიტი: www.gte.ge