ჩვენი კომპანიები

უნი სერვის ჯორჯია

უნი სერვის ჯორჯია

შპს. „უნი სერვის ჯორჯია“ დაფუძნდა 2015 წელს. კომპანია წარმოადგენს „ლინდე მატერიალ ჰენდლინგი“-ს ფირმის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოს ტერიტორიაზე.

კომპანია „ლინდე მატერიალ ჰენდლინგი“ მსოფლიოში წამყვან პოზიციაზეა როგორც სასაწყობე ასევე ნებისმიერი ტიპის დამტვირთველების წარმოების სფეროში. მის მფლობელობაშია 9 ქარხანა და დაახლოებით 100-მდე წარმომადგენლობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი სახელი ასოცირდება უმაღლეს გერმანულ ხარისხთან. სწორედ ხარისხი, ინოვაციურობა და ფასი ხდის მას ერთ-ერთ ყველაზე სასურველ დამხმარედ ნებისმიერი დიდი ორგანიზაციის ეფექტურობის გაზრდისთვის.

შპს „უნი სერვის ჯორჯია“ ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია რეგიონში, რომელიც სრულად ემსახურება უკვე არსებულ ტექნიკას და ასევე ახორციელებს მათ იმპორტს. აღნიშნული ტექნიკის ძირითად მომხმარებლებად გვევლინებიან საკონტეინერო ტერმინალები, მსხვილი ქარხნები და საწყობები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

მისამართი: 0112 ცაბაძის ქ. 8, თბილისი, საქართველო.

ტელეფონი:(+995) 599 401213 

ფაქსი:(+99532) 295 02 02

ელ-ფოსტა: uni.service.georgia@gmail.com

საიტი: facebook.com/uniservicegeorgia